საქართველოს პრეზიდენტმა ახალ კონსტიტუციაზე ისაუბრა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დემოკრატიული მმართველობის სისტემის შექმნისას ხელისუფლების ნებისმიერი შტოს არჩევითობა ამოსავალი უნდა იყოს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა
საქართველოს პრეზიდენტმა ახალ კონსტიტუციაზე ისაუბრა

„ის ხალხი ვინც გააუქმა საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი, არ ამბობს, რომ მოსახლეობის 90%-ზე მეტს უნდა, რომ თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი, ანუ არ უარყოფენ ამ ფაქტს, რომ ისინი ახალი კონსტიტუციის რედაქციის შექმნისას პირდაპირ მიდიან მოსახლეობის შეხედულებების, ქართული საზოგადოების შეხედულების საწინააღმდეგოდ", — აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელში გაწევრიანებული უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით გამართულ რესპუბლიკური ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრო და გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა.
პროექტი „დებატების ახალგაზრდული კლუბები" პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა" განახორციელა.

ყველა ახალი ამბავი
0