თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანელ მუსიკოსს, ლეგენდარული Beatles-ის წევრ რინგო სტარს რაინდის წოდება მიენიჭება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Sun-ზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, მუსიკოსი ამ მაღალ წოდებას მუსიკასა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს.
New Year Honours-ის ყოველწლიური დაჯილდოვება ბუკინგემის სასახლეში 1 იანვარს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ რინგო სტარი სამეფო სასახლეს 1965 წელსაც სტუმრობდა, როდესაც მას, Beatles-ის სხვა წევრებთან ერთად, ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადაეცა.