ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი წლის განმავლობაში საჩოგბურთო რეიტინგში 35 პოზიციით აიწია

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილის დევისის თასის მატჩზე
ნიკოლოზ ბასილაშვილის დევისის თასის მატჩზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლიდან ბასილაშვილი საჩოგბურთო რეიტინგში 35 პოზიციით დაწინაურდა, რადგან 2016 წლის დეკემბერში 94-ე ადგილს იკავებდა

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების რეიტინგში კალენდარული წელი 59-ე ადგილზე დაასრულა.

2017 წელს ქართველმა ჩოგბურთელმა АТР-ს ეგიდით 52 მატჩი ჩაატარა, აქედან 25-ჯერ გაიმარჯვა და 27-ჯერ წააგო. შეხვედრების უარყოფითმი ბალანსის  მიუხედავად, ბასილაშვილმა 733 ათასი დოლარი გამოიმუშავა. მიმდინარე წელს АТР-ს რეიტინგში ბასილიშვილს უმაღლესი — 51-ე პოზიცია ივნისის ბოლოს ეკავა.

ყველაზე წარმატებული ბასილაშვილისთის 2017 წლის თებერვალი გამოდგა. თავიდან ის სოფიაში АТР 250-ის სერიის ტურნირის ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან დამარცხდა (1:6, 3:6), შემდეგ მემფისში ისევ АТР 250-ის სერიის შეჯიბრებების ფინალში გავიდა და ამერიკელ რაიან ჰარისონთან ორ სეტში დამარცხდა (1:6, 4:6).

რაფაელ ნადალი - Sputnik საქართველო
ნადალი-ბასილაშვილი: მასტერ-კლასი „როლან გაროსზე“

გაზაფხულის ბოლოს АТР 250-ს კიდევ ერთი ნახევარფინალი საფრანგეთის ქალაქ ლიონში შედგა. გადამწყვეტ მატჩში ის ჟო-ვილფრედ ტსონგასთან დამარცხდა (2:6, 6:3, 1:6). კიდევ ერთი ტურნირი, რომელიც ბასილაშვილს აქტივში შეიძლება ჩაეთვალოს, შემოდგომაზე და ისევ საფრანგეთში შდგა. მეცში გამართულ შეჯიბრებებზე ქართველი ჩოგბურთელი კვლავ გავიდა ნახევარფინალში, მაგრამ ფრანგ ბენუა პერთან დამარცხდა (1:6, 6:7).

„დიდი სლემის“ სერიის ტურნირებზე ბასილაშვილი წელს არც ისე ხარისხიანად წარდგა. ავსტრალიაში US Open-ზე პირველივე წრიდან გამოეთიშა; „როლან გაროსზე“ მესამე რაუნდამდე მივიდა, სადაც რაფაელ ნადალის წინააღმდეგ მატჩში მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო; „უიმბლდონზე“ კი ასპარეზობა მეორე წრეში დაასრულა.

ბასილაშვილის ყველაზე საუკეთესო შეხვედრებიდან შეიძლება გამოიყოს АТР-ს რეიტინგის ტოპ-ოცეულის წარმომადგენლებთან ორი გამარჯვება. სოფიაში მან ავსტრიელ დომინიკ ტიმს მოუგო (იმ დროისათვის მერვე ჩოგანი), ხოლო მემფისში ხორვატ ივო კარლოვიჩს (20).

რაც შეეხება 2017 წლის საუკეთესო ჩოგბურთელს, ეს ტიტული რაფაელ ნადალმა მოიპოვა. მეორე სტრიქონით დაასრულა სეზონი შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, მესამე ადგილზეა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი.

 

ყველა ახალი ამბავი
0