მესტიაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მოკლეს

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მეზობელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ლომარ ნიგურიანი მოკლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნიგურიანი  პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მეზობელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა.

როგორც „Sputnik საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, უწყება ამ წუთებში დეტალებს არკვევს.

ყველა ახალი ამბავი
0