თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვში, მოჟაისკის გზატკეცილზე ავტობუსმა ხალხი გატარნა და მეტროსადგურ „სლავიანსკი ბულვარის“ ჩასასვლეში შევარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 15 ადამიანი. ავტობუსის მძღოლი დაკავებულია.
სააგენტოს წყაროს მონაცემებით, განიხილება შემთხვევის ორი ვერსია: ავტობუსს ან სხვა ავტომობილმა ჩაუჭრა გზა, ან მუხრუჭებმა უმტყუნა. მისი თქმით, ტერაქტზე საუბარი არ არის. ოფიციალური კომენტარი ინციდენტის თაობაზე РИА Новости-ს ჯერჯერობით არ აქვს.
მოსკოვის მერმა იური სობიანინმა საკუთარ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ, წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი ოდინცოვოს სატრანსპორტო კომპანიას ეკუთვნის, და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.
У станции метро Славянский Бульвар автобус въехал в подземный пешеходный переход. pic.twitter.com/JG3RnFKEL8
— Тот самый Мартин (@martin_camera) 25 декабря 2017 г.
შემთხვევის ადგილზე, პოლიციისა და სამედიცინო ბრიგადების გარდა, ასევე მობილიზებულია მოსკოვის საავიაციო ცენტრის სამი ვერტმფრენი.