ხიდეშელი: მშობლებო, გარდატეხის ასაკში ნუ ასწავლით ბავშვებს პირველობას!

© photo: Nona Khidesheli / FBნონა ხიდეშელი
ნონა ხიდეშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფსიქოლოგმა ნონა ხიდეშელმა “Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების მშობლებს რეკომენდაციები მისცა.
ხიდეშელი: მშობლებო, გარდატეხის ასაკში ნუ ასწავლით ბავშვებს პირველობას!

„როდესაც გარდატეხის ასაკი იწყება, სწორედ ამ პერიოდში არის ყველაზე აგრესიული მოზარდი. ამ დროს ყველაზე მთავარია დიალოგი მშობელსა და მოზარდს შორის, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, რათა მოზარდები აგრესიისგან დავიცვათ“ — აღნიშნა ნონა ხიდეშელმა.

ფსიქოლოგის განმარტებით, გარდატეხის ასაკში, როდესაც ყალიბდება ლიბიდო და ეგო, ჩნდება სურვილი ლიდერობის, „საქმეების გარჩევის და დამტკიცების“. ამ პერიოდში, მოზარდის წახალისება კონკურენციასა და პირველობისკენ ბავშვებს დადებით შედეგებამდე არ მიიყვანს.

ყველა ახალი ამბავი
0