პროფესიით კინოსცენარისტმა და მშენებელმა ალექსანდრე ჯიბღაშვილმა მარტივი გამოსავალი იპოვა, მან ხის ტოტებისგან, სათამაშოებისგან და სანათებისგან კედლის ნაძვის ხე შექმნა. მსოფლიოში უკე დიდი ხნის პოპულარული კედლის ნაძვის ხე, როგორც აღმოჩნდა ჩვენთანაც საკმაოდ დიდ მოწონებას იმსახურებს.
– რამდენი ხანია რაც ასეთ ორიგინალურ ნაძვის ხეებს ქმნით?
– ეს საქმიანობა 2013 წლიდან დავიწყე. როდესაც ოჯახი შევქმენი, პატარა ოთახში ვცხოვრობდით და შეიძლება ითქვას, რომ იდეაც აქედან გაჩნდა. არ გვქონდა დიდი ადგილი, რათა ტრადიციული დიდი ნაძვის ხე დაგვედგა, ამიტომ სხვა გზას ავირჩიეთ, კედლის ნაძვის ხე ინტერიერში კარგად ჯდებოდა. პირველი ნაძვის ხე აგარაკზე შეშად დაჭრილი ხეებისგან გავაკეთე, შემდეგ მოვრთეთ და ყველას ძალიან მოეწონა. ვიფიქრეთ, რადგან ბევრს მოეწონა ჩვენი ნახელავი, მოთხოვნილებაც გაჩნდებოდა.
– როგორ ამზადებთ ნაძვის ხეებს?
– თავიდან ელიავას ბაზრობაზე ვაგროვებდი დაუმუშვებელ ხეს. შემდეგ უკვე კახეთში აღმოვაჩინე ადამიანი, რომელიც მიგროვებს მასალას. აგარაკზე გავაკეთეთ სახელოსნო, სადაც ვჭრი, ვლაკავ და ასე ვთქვათ ვკინძავ ნაძვის ხეს, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომატევადი საქმეა, არ მიყვარს საქმეში როცა ვინმე ერევა, დამოუკიდებლად მომწნს ყველაფერის კეთება.
– საქართველოში მოთხოვნადია მსგავსი პროდუქცია?
– კი, საკამოდ. სხვადასხვა მაღაზიებში მქონდა შეტანილი და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყუთებიც გავუკეთე, ვეცადე პროდუქციის ფორმა მიმეცა. როდესაც დავიწყე ეს საქმე, ყველას უკვირდა, რადგან არავინ აკეთებდა მსგავს ნაძვის ხეებს, დღეს კი უკვე მიმდევრები მყავს.
– ალბათ, რთულია ნაძვის ხის აწყობა…
– ვისაც ნაძის ხე უყვარს, მისთვის პირიქით სასიამოვნოც კია პროცესი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი ნაძვის ხე დიდხანს ძლებს. იგი თავისებურად დადებით ინტიმს ქმნის და მე პირადად მამაშვიდებს მისი ცქერა. ჩემი ხელით აწყობილი პირველი ნაძვის ხე დღემდე მაქვს შენახული. –
– შეკვეთებს იღებთ?
– დრო არ მაქვს, თორემ დიდი სიამოვნებით. სხვადასხვა ფირმებიდან შემოთავაზებები გვქონდა, თავინთი ლოგოს ფორმის დამზადება სურდათ, მაგრამ დროის უქონლობის გამო, ვერ ვახერხებ მსგავსი შეკვეთების მიღებას. ახლობლებსა და მეგობრებს ვუმზადებ ხოლმე საჩუქრის სახით.
– სამუშაოდ რა მასალას იყენებთ?
– კონსტრუქციას ბუნებრივი ხისგან ვამზადებ, მაგრამ ისეთი მასალისგან, რომელიც უკვე გამოუსადეგარია. ასე ვთქვათ, საახალწლოდ ხის ტოტებს მეორე სიცოცხლეს ვუბრუნებ.
– კედლის ნაძვის ხეს რა დადებითი მხარეები აქვს?
– პირველ რიგში, პატარა ადგილს იკავებს და ბავშვებშიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი მოთავსება ნებისმიერ სიმაღლეზე შეიძლება, ეს განსაკუთებით კარგია იმ ოჯახებისთვის, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავს და ნაძვის ხის დადგმას პატარას „შიშით“ ვერ ახერხებს.
– რას ეტყოდით მათ, ვინც ნაძვის ხეებს ჭრიან?
– ვურჩევ, რომ ტყეში ნაძვის ხის მოსაჭრელად არ წავიდნენ, იქვე მორთონ ხე. კარგი იქნება ყველა უბანში დარგული იყოს ნაძვის ხე, რომელიც ახალ წელს მოირთვება, ყველაზე ჯანსაღი და ბუნებრვი მე ეს მგონია. არ არის გამართლებული, როდეასაც მიდიხარ, ჭრი ნაძვიხ ხეს, სახლში მიგაქვს და რამდენიმე დღის შემდეგ ნაგავში მოისვრი.
ახალი წელი ხომ სილამაზესთან, მხიარულებასთან და სასიამოვნო მოლოდინთან ასოცირდება, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ საკუთარი ხელით შექმნან ის საახალწლო მოსართავები, რომელიც ორიგინალური და ყველასგან განსხვავებული იქნება.
ნინი რაზმაძე