,
,
გიგაია: საათის სხვადასხვა ნაწილებს — მექანიზმს, ისრებს, შუშას ვიწერთ იაპონიიდან
„საათის კორპუსი იჩარხება დაზგა-დანადგარზე, შემდეგ მუშავდება ხელით, პრიალდება, სუფთავდება. დანარჩენი სამუშაოც ხელით კეთდება. ხელით ვაყენებთ მექანიზმს, ისრებს, შუშას და ა.შ. საათის სხვადასხვა ნაწილებს — მექანიზმს, ისრებს, შუშას ვიწერთ იაპონიიდან, ყველაფერი არის მაღალი ხარისხის. გვყავს ჩვენი მკერავი, რომელიც კერავს ნებისმიერი დიზაინის, ფერის ქამრებს. გვყავს ასევე მესაათე. რაც მთავარია, საათები მუშავდება 3D-ში“, ამბობს გიგაია.
უკვე ერთი წელია ნიკა გიგაია და სოფო გურასაშვილი ხელნაკეთ ხის მაჯის საათებს აკეთებენ. მათ მიერ შექმნილი საათებით ამერიკის სამი სენატორი იწონებს თავს.