ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 26 დეკემბერს

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტეხის ციხე და ვახტანგ გორგასლის ძეგლი
მეტეხის ციხე და ვახტანგ გორგასლის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათს თბილისში დღის განმავლობაში 10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სამშაბათს, 26 დეკემბერს თბილისში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში დილიდან მზიანი და უნალექო ამინდი იქნება.

მზის ამოსვლა — 08:26 საათზე.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება საღამოს — 2 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება. ქარი დედაქალაქში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზის ჩასვლა — 17:35 საათზე.


ყველა ახალი ამბავი
0