სპორტის სასახლესთან ბორჯომიდან ჩამოტანილი დამწვარი ნაძვის ხეები გამოიფინა

© FB / Giorgi Kvirikashviliდამწვარი ხეები ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში
დამწვარი ხეები ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მიზანს ბორჯომის დამწვარი ტყე–პარკის აღდგენა წარმოადგენს

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ბორჯომიდან ჩამოტანილი დამწვარი ნაძვის ხეები სპორტის სასახლესთან 23 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით გამოიფინება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

სოციალური აქციის ორგანიზატორი კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონი” და სააგენტო „ტრიპექსია“.

აქციის მიზანი ბორჯომის დამწვარი ტყე–პარკის აღდგენაა. 

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
ბიოლოგი: ნახანძრალი ტყის სრულფასოვან აღდგენას 80-100 წელი სჭირდება

„სტიქია, რომელიც ამ ზაფხულს საქართველოში ტყეებს დაატყდა თავს და 1000-მდე ჰექტარი გაანადგურა, თითქოს ყველამ უკვე დაივიწყა. პრობლემამ აქტუალურობა დაკარგა, თუმცა მის მოსაგვარებლად საზოგადოების ჩართვა კვლავ მნიშვნელოვანია, დროა, ბუნების გადასარჩენად კიდევ ერთი საახალწლო ტრადიცია დავნერგოთ — ამ ახალ წელს ლამაზი ნაძვის სახლში დადგმასთან ერთად, ერთი ნამდვილი ხეც დავრგოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება", — აცხადებენ ორგანიზატორები.

აქციის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი borjomistvis.ge, სადაინაც ნებსმიერ მსურველს შეუძლია მარტივად დარგოს ხე — მაუსის ორი დაწკაპუნებით შესაძლებელია დარგო ნაძვის ხე ბორჯომის ხეობაში და აჩუქო ის მეგობარს, ოჯახს ან საკუთარ თავს.

სპორტის სასახლესთან საშობაო ბაზრობაზე სპეციალური კონსულტანტები მსურველებს ბორჯომის ხეობაში ხის დარგვაში დაეხმარებიან. 


ყველა ახალი ამბავი
0