თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. გურჯაანში მოხუცი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
77 და 80 წლის მოხუცი ცოლ-ქმარი მეზობელმა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.