თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვის გამზირზე სავარაუდო სპეცოპერაციის შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შსს-მ კომენტარი გააკეთა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსკოვის გამზირზე სპეცოპერაციის საფუძველს განმარტავს. პრესსამსახურის ცნობით, მოსკოვის გამზირზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება ყაჩაღობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-179-ე მუხლით უკვე მიმდინარეობს.
გამოძიებამ საქმესთან დაკავშირებით ექვსი პირი გამოკითხა.
საქმის დეტალები არ საჯაროვდება.