ვერტმფრენი ხიდად - სასაზღვრო პოლიცია თუშეთის მოსახლეობას ეხმარება

გამოწერა
ზამთარში სოფელ ომალოში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტომობილით ასვლა შეუძლებელია

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ თუშეთის მაღალმთიან მხარეში ყოველკვირეული ფრენები განაახლა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პირველი რეისი სოფელ ალვანიდან სოფელ ომალოში განხორციელდა. საავტომობილო გზის გახსნამდე ვერტმფრენი მოემსახურება ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებსაც სურსათის ან საყოფაცხოვრებო ნივთების გადაზიდვა დასჭირდებათ.

საქმე ისაა, რომ რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო სოფელი ომალო ზამთრის პერიოდში ექვსი თვის განმავლობაში დანარჩენ საქართველოს მოწყვეტილია. 

ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის. პირველად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისთვის მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოიყენეს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0