ვერიკო ტურაშვილის მუსიკით შთაგონებული ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო

© Photo: Courtesy of Veriko Turashviliვერიკო ტურაშვილი
ვერიკო ტურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისათვის, რომ ცხოვრება გაილამაზო, ზოგჯერ უბრალოდ მოქმედებაა საჭირო - წახვიდე სამოგზაუროდ, დაივიწყო პრობლემები, იარო შოპინგზე, შენი ვოიაჟი დაუვიწყარ ზღაპრად აქციო და იქიდან სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდე.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი მომღერალი ვერიკო ტურაშვილია. ვერიკოსთვის მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში მოგზაურობა საქმიან ვიზიტებს უკავშირდება. როგორც მომღერალმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ძალიან დიდი, დადებითი ემოცია სწორედ მოგზაურობას მოაქვს.

© Photo: Courtesy of Veriko Turashviliვერიკო ტურაშვილი
ვერიკო ტურაშვილი - Sputnik საქართველო
ვერიკო ტურაშვილი

— ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის მიწევდა მოგზაურობა, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი პროცესია. უამრავ სიახლეს ეცნობი. მართალია ხშირად საქმიანი ვიზიტებით მიწევს მოგზაურობა, მაგრამ ამ დროს აუცილებლად ვახერხებ ამა თუ იმ ქალაქის დათვალიერებას. ძალიან მიყვარს ფეხით სიარული და ამ დროს უფრო მეტ რამეს ვნახულობ, ვიდრე ტრანსპორტით მგზავრობისას. არ შემიძლია ჩავიდე უცხო ქვეყანაში და იმ ქვეყნის ღირსშესანიშნაობა არ დავათვალიერო. რა თქმა უნდა დასასვენებლადაც ხშირად წავსულვარ უცხო ქვეყანაში, ჩემი მოგზაურობები მხოლოდ საქმიან ვიზიტებს არ უკავშირდება.

- როგორ ფიქრობთ მოგზაურობა ცვლის ადამიანს?

— ამასთან დაკავშირებით ჩემი ცნება არ ჩამომიყალიბებია, მაგრამ ვფიქრობ, იმის გარდა, რომ ეცნობი სხვა ქვეყნის კულტურას, ცხოვრების დონეს, მოგზაურობა არის სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალება. მართალია მე სტრესის მოსახსნელად არც ერთ ქვეყანაში არ წავსულვარ, მაგრამ როცა ჩემს მეგობრებს რთული პერიოდი აქვთ, სულ ვეუბნები, ჩაალაგე ჩემოდანი და წადი. მგონია, რომ ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი სტრესის და დაძაბულობის დროს.

© Photo: Courtesy of Veriko Turashviliვერიკო ტურაშვილი
ვერიკო ტურაშვილი - Sputnik საქართველო
ვერიკო ტურაშვილი

- პარალელებს თუ ავლებთ შემდეგ ჩვენს ქვეყანასა და უცხო ქვეყანას შორის?

— რა თქმა უნდა სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან მენტალობით, აღმსარებლობით, კულტურით, თვითშეგნებით და ა.შ. მოგზაურობის დროს ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ როცა საქართველოში ვბრუნდები, ჩემს ქვეყანაში უფრო ვამჩნევ განსხვავებებს. როგორც აღვნიშნე ყველა ქვეყანა განსხვავებულია. რომ გითხრათ თითოეული ქვეყანა მაქვს შესწავლილი, გავეცანი მანთ მენტალიტეტს და ა.შ მოგატყუებთ. რა თქმა უნდა ზედაპირულად არის რაღაცეები რაც შეიძლება დაინახო. არის რაღაცეები რაც ძალიან მომწონებია, თუმცა არის რაღაცეები რაც ჩემს ქვეყანაში უფრო მომწონს და მივესალმები.

© Photo: Courtesy of Veriko Turashviliვერიკო ტურაშვილი და ანრი ჯოხაძე
ვერიკო ტურაშვილი და ანრი ჯოხაძე - Sputnik საქართველო
ვერიკო ტურაშვილი და ანრი ჯოხაძე

- პირველად რომელ ქვეყანაში იმოგზაურეთ?

— პირველი ქვეყანა იყო ყაზახეთი. ეს იყო ჩემი პირველი გასტროლი. ერთ-ერთი მუსიკალური კონკურსი იყო, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და დღეს სასიამოვნოდ მახსენდება.

ყოველთვის ვამბობ, თუ ადამიანს მოგვარებული გაქვს ელემენტარული საცხოვრებელი სახლის პირობები, აქვს საშუალო დონის კომფორტი, აუცილებლად თავისი შემოსავალი უნდა დახარჯოს მოგზაურობაში. იმისთვის, რომ იმოგზაურო, სულ  არ არის აუცილებელი იყო მდიდარი და შეძლებული. როცა ჩემს შვილებს მყარად დავაყენებ ფეხზე, აუცილებლად დავიწყებ ჩემოდნით ქვეყნიდან ქვეყანაში სიარულს.

© Photo: Courtesy of Veriko Turashviliვერიკო ტურაშვილი მეგობართან ერთად
ვერიკო ტურაშვილი მეგობართან ერთად - Sputnik საქართველო
ვერიკო ტურაშვილი მეგობართან ერთად

- რომელია თქვენი ფავორიტი ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ?

— ვგიჟდები ისე  მიყვარს ისრაელი. ასე ძალიან რომ არ მიყვარდეს საქართველო, აუცილებლად წავიდოდი ისრაელში საცხოვრებლად. მომწონს როგორც მისი ინფრასტრუქტურა, გარემო, ისე ხალხი. ისრაელი იმდენად ეგზოტიკურია ჩემთვის, რომ ყველაფერი მომწონს მისი.

- როგორც მივხვდი ეგზოტიკური ქვეყნები უფრო გიზიდავთ, ვიდრე მეგაპოლისები.

— სამწუხაროდ დიდი მოგზაური არ ვარ, დაახლოებით 15 ქვეყანაში ვიქნები ნამყოფი. ვოცნებობ ამერიკაში მოხვედრაზე და აუცილებლად ავიხდენ ამ ოცნებას. მაგრამ სულ მაინტერესებს აზიური ქვეყნები. ძალიან მინდა წავიდე ტაილანდში. ვფიქრობ ამ წელს მოვახერხებ წასვლას. მაინტერესებს ჩინეთი, იაპონია. როგორ შეიძლება ევროპა არ მოგწონდეს. თუმცა ევროპაში მოხვედრა დღეს უკვე ძალიან მარტივია.

© Photo: Courtesy of Veriko Turashviliვერიკო ტურაშვილი
ვერიკო ტურაშვილი - Sputnik საქართველო
ვერიკო ტურაშვილი

- ეხლა რომელი ქვეყნის შთაბეჭდილების ქვეშ ხართ მოქცეული?

— ჩემი ბოლო სიყვარულია ჩეხეთი, პრაღა. შეიძლება ითქვას, რომ პრაღას მშობლიური ქალაქივით ვიცნობ. საოცარი ქალაქია, გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, ღირსშესანიშნაობით. კულტურით. რაღაცნაირად მაგიური ქალაქია.

- მოგზაურობის დროს უცნაურ ან კურიოზულ სიტუაციაში თუ ჩავარდნილხართ?

— კი, რა თქმა უნდა ძალიან ხშირად, მაგრამ ეს ისეთი მომენტებია საჯაროდ ამის მოყოლა არ მინდა.

- ახლო მომავალში სად გეგმავთ წასვლას?

— საკონცერტო შემოთავაზება მაქვს, ევროპის ორ ქვეყანაში ვაპირებ გამგზავრებას.  ალბათ ახალი წლის მერე გავემგზავრები.

© Photo: Courtesy of Veriko Turashviliვერიკო ტურაშვილი
ვერიკო ტურაშვილი - Sputnik საქართველო
ვერიკო ტურაშვილი

 

- საახალწლო განწყობა უკვე შექმნილი გაქვთ?

— ჩვენს ოჯახში ტრადიციაა, რომ  ნაძვის ხე 31 დეკემბერს ირთვება. ასე რომ ჯერ ჩვენს სახლში საახალწლო განწყობა არ სუფევს.

  ჩემი შვილები 31 დეკემბერს საკუთარი გემოვნებით მორთავენ ნაძვის ხეს…

 

ყველა ახალი ამბავი
0