თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ტურისტული ზონის აშენებას აპირებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პოპულარობით ქვეყანაში მეორე აეროპორტია — დაბალი ფასები, სხვადასხვა მიმართულებები და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი — ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ქუთაისის აეროპორტი პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მგზავრებს შორის.
„ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ტურისტული ზონა მოეწყობა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარების პროცესი სრულდება. ადგილზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები განთავსება, რომლებიც უმეტესად დაბალფასიანი იქნება. ჩამოსული ტურისტების განაწილება საქართველოში ამ ტურისტული ზონიდან უნდა მოხდეს", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობა ქუთაისის აეროპორტისკენ რკინიგზას უკვე აშენებს და ასევე აპირებს აეროპორტის ტერმინალის გაფართოებას.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი იანვარ-სექტემბრის პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 77,8%-ით გაიზარდა და 324,6 ათასი ადამიანი შეადგინა.