საქართველომ თავისუფლების ხარისხით მეზობელ ქვეყნებს გაუსწრო

გამოწერა
„თავისუფლების ბარომეტრის" თანახმად, საქართველომ დაიკავა მე-13 ადგილი, სომხეთმა - 22-ე და აზერბაიჯანმა - 28-ე.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ფრიდრიც ნაუმანის ფონდის „თავისუფლების ბარომეტრის (Freedom Barometer) თანახმად, საქართველომ ევროპის 30 ქვეყანას შორის თავისუფლების ხარისხით მე-13 ადგილი დაიკავა.

„თავისუფლების ბარომეტრი" თავისუფლების სამ ტიპს ზომავს: პოლიტიკურს, ეკონომიკურსა და კანონის უზენაესობას.

მიმდინარე წელს საქართველომ აიღო 67,10 ქულა, რაც 2016 წელთან შედარებით 1,6 ქულით მეტია.

სოციალური ქსელი „ფესიბუქი - Sputnik საქართველო
საქართველო ინტერნეტ-სივრცეში რეგიონის ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა

ანგარიშში ქვეყნის მიღწევები რამდენიმე მიმართულებით არის აღნიშნული. უმაღლესი შეფასება მიიღო საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლებამ (8,86 ქულა), ასევე მთავრობის ხარჯებმა მშპ-თან მიმართებით და გადასახადების დონემ (8,09).

2016 წელთან შედარებით საქართველოში ყველაზე მეტად გაუმჯობესდა რეიტინგი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით — 5,67 ქულა (+0,67).

ყველაზე დაბალი შეფასება საქართველოს ერგო მასმედიის თავისუფლების თვალსაზრისით (5,00).

რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, სომხეთი რეიტინგის 22-ე ადგილზეა (55,0), თურქეთი — 26-ეზე (49,60), აზერბაიჯანი — 28-ეზე (43,90), ხოლო რუსეთი — 30-ეზე (41,80).

პირველ ადგილზე გავიდა ჰოლანდია (83,80), შემდეგ მოდიან ესტონეთი (80,10), გერმანია (80,10), ბელგია (78,40), ავსტრია (76,80) და სხვა ქვეყნები.

 

ყველა ახალი ამბავი
0