ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მუშებმა საკანალიზაციო არხიდან ათასზე მეტი პლასტმასის ბოთლი ამოიღეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება შოკისმომგვრელი „აღმოჩენა“.
ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე საკანალიზაციო არხის გაწმენდითი სამუშაოებისას მუშებმა იქ ლუდის, ლიმონათის, ზეთის, იოგურტისა და სხვა პროდუქტების ათასზე მეტი პლასტიკური ბოთლი აღმოაჩინეს.
როგორც კომპანია „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლები ამბობენ, ნარჩენებს კანალიზაციაში ადგილობრივი მოსახლეობა ყრის. მერია მოუწოდებს ქალაქის მცხოვრებლებს, თავი შეიკავონ კანალიზაციის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებისგან, რომელიც ჯერაც არ არის ბოლომდე გაწმენდილი. ამის მიზეზი ისაა, რომ არხის გარკვეული მონაკვეთები კერძო საკუთრებაზე გადის და სამუშაოების გაგრძელებას მფლობელთა თანხმობა სჭირდება.