მოძრაობა პოპულარიზაციისთვის: თბილისში „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი“ ტარდება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, აღმაშენებლის განახლებული გამზირი
თბილისი, აღმაშენებლის განახლებული გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასაახალწლო ფესტივალი, რომელიც ქართული პროდუქციის ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციასა და გაყიდვების ხელშეწყობას ემსახურება, უკვე მეორედ ტარდება.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. მოძრაობა KAR.GE 22-23 დეკემბერს თბილისში „ახალი ქართული  პროდუქციის ფესტივალი 2017-ს“ ჩაატარებს, სადაც წარმოდგენილი იქნება ის პროდუქტები, რომელთა წარმოება წელს დაიწყო, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში.

წინასაახალწლო ფესტივალი, რომელიც ქართული პროდუქციის ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციასა და გაყიდვების ხელშეწყობას ემსახურება, უკვე მეორედ ტარდება.

ორგანიზატორები ფესტივალზე საკვებ და სხვა პროდუქციას წარმოადგენენ. სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნენ და ასევე შეიძინონ ეს პროდუქცია. გაიმართება დეგუსტაციები, გათამაშებები და სხვა გასართობი ღონისძიებები.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ი ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორია.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

ფესტივალი 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს ორი დღის განმავლობაში. მისამართი: დადიანის №7, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“.

მოძრაობა KAR.GE-ს მთავარი მისია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ექსპორტის გაზრდაა — პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით. მოძრაობის წევრების აზრით, ეს ხელს შეუწყობს წარმატებას უცხოეთის ბაზრებზეც.

ყველა ახალი ამბავი
0