ამინდი უქმეებზე: თოვლი და ძლიერი ქარი

გამოწერა
უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსები ნალექს, სიცივესა და ქარის გაძლიერებას გვპირდებიან.

შაბათი, 23 დეკემბერი

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა და თოვლი მთებში. აღმოსავლეთ საქართველოში ქარი წამში 10-15 მ სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დასავლეთში —  17-22 მ/წმ სიმძლავრით.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუ 3-8 გრადუსი, დღისით კი — 7-12 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 4 გრადუსი იქნება, დღისით კი 1-6 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია მინუს 1- პლუს 4, ხოლო დღისით 3-8 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით ყინვა იქნება: მინუს 6-1 გრადუსი, ხოლო დღისით — მინუს 4-1 გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია წვიმა, დროდადრო მაღალი ღრუბლიანობა. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიძლიერის ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 2 გრადუსი იქნება, დღისით კი — პლუს 6.

კვირა, 24 დეკემბერი

ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მთებში მოთოვს. ქარის სიძლიერე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში 10-15 მ/წმ იქმება, რომელიც დროდადრო 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს ბარში დღისითაც და ღამითაც ერთნაირი ტემპერატურა დაფიქსირდება: პლუს 3-8 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს5-0 გრადუსი, დღისით კი — მინუს 4-1 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 1 პლუს 4 გრადუსი, დღისით — პლუს 3-8 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით — მინუს 6-1 გრადუსი, დღისით — მინუს 5-0 გრადუსი.

თბილისში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა და წვიმა. დაუბერავს 10-15 მ/წმ სიმძლავრის ქარი, რომელიც დროდადრო 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.
ჰაერის ტემპერატურა ღამით პლუს 3 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — პლუს 6.

ყველა ახალი ამბავი
0