თბილისის მეტრო ახალ წლამდე მუშაობის ახალ რეჟიმზე გადადის

© photo: Sputnikთბილისის მეტროს ვაგონი
თბილისის მეტროს ვაგონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მეტროს მატარებლები უფრო ხშირად ივლიან 08:00-დან 11:00-მდე და 17:00-დან 20:00 საათამდე

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მატარებლები წინასაახალწლო პერიოდში, პიკის საათებში მეტი სიხშირით ივლიან, აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის Facebook-გვერდზე.

მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისა და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტროს „ახმეტელის თეატრი" – „ვარკეთილის" ხაზზე პიკის საათებში მცირდება მატარებლების მოძრაობის ინტერვალი — 21 დეკემბრიდან 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება.

მატარებლები სამწუთიანი ინტერვალით იმოძრავებენ.

გარდა ამისა, 30 და 31 დეკემბერს — უქმეებზე — მეტრო იმავე რეჟიმში იმოძრავებს, როგორც სამუშაო დღეებში.

უფრო ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 31 დეკემბერს მეტრო მგზავრებს მთელი ღამით და თან უფასოდ მოემსახურება.

 

ყველა ახალი ამბავი
0