თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში დაჭრა 15 წლის მოზარდი ქუთაისში, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ საუბარია ინციდენტზე, რომელიც სამშაბათს მოხდა. ბინაში, რომელშიც მოზარდი ცხოვრობდა, სამი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. ერთ-ერთმა ესროლა მოზარდს, შემდგომში მისი გოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
თავდამსხმელები მიიმალნენ. შსს-ში ამტკიცებენ, რომ მათ არ მოუთხოვიათ არც ფული, არც ძვირფასეულობა. აქედან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე ზიანის განზრახ მიყენება“, რაც გამასწორებელი სამუშაოებით 18 თვემდე ვადით ან თავისუფლების შეზღუდვით 3 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით ისჯება.