ქართველისა და აზერბაიჯანელის დუეტმა რუსულ ვოკალურ პროექტზე ფურორი მოახდინა

© FB / Yury Sokolovმომღერალი ბრენდონ სტოუნი კონცერტზე
მომღერალი ბრენდონ სტოუნი კონცერტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყვილმა იმღერა ქართველი შემსრულებლის საავტორო სიმღერა Вcе игра

თბილისი, 20 დეკებერი — Sputnik. ქართველი მომღერლის ბრენდონ სტოუნის და აზერბაიჯანის წარმომადგენლის სუადა ალეკპეროვას გამოსვლამ სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის წევრების აღტაცება გამოიწვია, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

პროექტის გენერალურმა პროდიუსერმა ლინა არიფულინამ ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მომღერალი შეაქო.

საერთაშორისო კონკურს Во весь голос-ში გამოდიან 13-17 წლის ნიჭიერი მოზარდები რუსეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან და ტაჯიკეთიდან. პროექტი, რომელსაც ტელეარხი МИР აშუქებს, 2017 წლის ბოლოს დასრულდება. სწორედ მაშინ გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.

ბრენდონ სტოუნი (ნამდვილი სახელი ბესიკ შპეტიშვილი) თბილისში 1980 წელს დაიბადა. ადრეული ასაკიდან მშობლებმა მასში მუსიკალური ნიჭი შენიშნეს.

ხუთი წლის ასაკში ბავშვთა ანსამბლ „ნაკრებში“ მიიღეს, რომელშიც სულ 13 სოლისტი იყო. ანსამბლში მოსახვედრად ერთ ადგილზე მთელი საბჭოთა კავშირიდან რვა ათასი ბავშვი იბრძოდა.

ოთხი წლის შემდეგ არტისტის ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, მოგვიანებით კი გერმანიაში. სტოუნმა დაამთავრა ბერლინის კონსერვატორია Hans Eisler-ი და გერმანიაში პოპულარული არტისტი გახდა. ბოლო პერიოდში სტოუნმა კარიერის გაგრძელება რუსეთში გადაწყვიტა.

სტოუნი არის არამარტო ნიჭიერი მომღერალი, ის აგრეთვე არის სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი და პროდიუსერი — მის ანგარიშზეა სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების 250 მუსიკალური ნაწარმოები.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0