ცისკარიშვილი: ცოტა უჭირთ ჩემს ორანჟერეაში გახარება, ამიტომ დიდ ინტერესს არ ვიჩენ

გამოწერა
მეყვავილე ფიქრია ცისკარიშვილი საუბრობს, რატომ არ ამრავლებს იშვიათი და უცხო ჯიშის მცენარეებს ორანჟერეაში.
ცისკარიშვილი: ცოტა უჭირთ ჩემს ორანჟერეაში გახარება, ამიტომ დიდ ინტერესს არ ვიჩენ

„ის მცენარეები, რომელიც ფართოდ არ არის გავრცელებული საქართველოში და იშვიათია, თავისუფლად შეიძლება მოვძებნო ინტერნეტის საშუალებით, მაგრამ მერე, რომ ვაკვირდები ცოტა უჭირთ ჩემს ორანჟერეაში გახარება. ამიტომ დიდ ინტერესს არ ვიჩენ მათ მიმართ“, ამბობს ცისკარიშვილი.

ფიქრია ცისკარიშვილი 25 წელი მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. ყვავილები ბავშვობიდან იტაცებდა და მისი სულის ნაწილი იყო. 1998 წელს ექიმებმა ქალბატონ ფიქრიას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. დეპრესიის დასაძლევად, მეუღლემ და ვაჟიშვილმა ულამაზესი სათბური აუშენეს. სწორედ, აქედან გადაიქცა გატაცება პროფესიად და შემოსავლის წყაროდ.

ყველა ახალი ამბავი
0