ცნობილი ონკოლოგი: ყველაფერი, რაც ჯანმრთელობის შესახებ იცით, ტყუილია!

CC BY 2.0 / Wendelin Jacober / Zen Philosophyადამიანი მთების ფონზე
ადამიანი მთების ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემი ფილოსოფია ასეთია: თუ არაფერი გტკივათ, არაფერი გააკეთოთ

ბრაზილიელი ექიმი-ონკოლოგი პაულო უბირატანმა ერთ დღეს, პირდაპირი მნიშვნელობით, ცნობილმა ადამიანმა გაიღვიძა.

და ეს მისი ინტერვიუს წყალობით მოხდა, რომელშიც ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების სტილზე და მითებზე. ამის შემდეგ მისი სახელი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი.

და რა თქვა ასეთი უბირატანმა? გთავაზობთ მის რამდენიმე თეზისს.

უნდა შევზღუდოთ თუ არა ალკოჰოლის მოხმარება?

დიახ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ღვინო ყურძნისგან მზადდება, ხოლო ლუდი — მარცვლეულისგან.

ბრენდი — დისტილირებული ღვინოა, რაც ნიშნავს, რომ კენკრისგან სითხე ამოღებულია; ამის წყალობით მისგან მეტ სარგებელს მიიღებთ, ვიდრე ნედლი სახის კენკრისგან. ასე რომ, არ შეიზღუდოთ თავი მეტისმეტად.

როგორ ვიზრუნოთ თავზე, როდესაც ჯანმრთელობა ჯერჯერობით კარგი გვაქვს, მაგრამ ასაკი უკვე კარზე გვიკაკუნებს?

ჩემი ფილოსოფია ასეთია: თუ არაფერი გტკივათ, არაფერი გააკეთოთ.

თუ სპორტს მოყვარული მისდევს, ეს ჯანმრთელობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. პროფესიული სპორტი მას ვნებს. ერთადერთი, რასაც მიაღწევთ — ეს მხოლოდ კუნთების ზრდაა.

მარადიული სიარული სასარგებლო რომ იყოს, ფოსტალიონები უკვდავები იქნებოდნენ. კურდღელი დარბის და ხტუნაობს, მაგრამ 15 წელზე მეტს არ ცოცხლობს. კუ არც დარბის და არც არაფერს აკეთებს, მაგრამ 450-500 წელი ცოცხლობს.

დიპაკ ჩოპრა - Sputnik საქართველო
მითი "გაცვეთილი" სხეულის შესახებ და რეალობა

მაგრამ ამბობენ, რომ სავარჯიშოები და ფიზიკური აქტივობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს, მაგალითად, გულს ეხმარება…

გული გარკვეული რაოდენობის შეკუმშვაზეა დაპროგრამებული. ნუ დახარჯავთ მას სავარჯიშოებზე.

მისი რესურსი ამოიწურება გულის შეკუმშვების გამოყენების ხერხების მიუხედავად. ეს იგივეა, რაც თქვა, რომ შეგიძლია, ავტომობილს სიცოცხლე გაუხანგრძლივო, თუ მას მაღალი სიჩქარით ატარებ.

გინდათ, დიდხანს იცოცხლოთ? სადილის შემდეგ ცოტა ხანს დაიძინეთ.

ხორცი ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას?

სანამ უცოდინარ დიეტოლოგებს დაუჯერებთ, შეეცადეთ, გაერკვეთ თქვენი საკვების არსში.

რას ჭამს ძროხა? ბალახსა და სიმინდს. ეს მცენარეული საკვებია. მისი ხორცი ბალახისა და სიმინდის გადამუშავების შედეგია. ასე რომ, მიმაჩნია, რომ საქონლის ხორცის ერთი ნაჭერი საუკეთესო საშუალებაა, საკუთარ ორგანიზმს მცენარეული საკვები მიაწოდო.

ცოტა უცნაურია ამის მოსმენა პრაქტიკოსი ექიმისგან…

აქ იდეალურია ჰანტერ ტომპსონის ციტატა: „ცხოვრება უნდა იყოს მოგზაურობა სამარემდე არა იმ მიზნით, რომ იქ ჯანმრთელი და ლამაზი, კარგად შენახული სხეულით მიხვიდე, არამედ უნდა შევარდე… მთლიანად ძალა და არაქათგამოცლილი და ხმამაღლა ამბობდე — აი, ეს იყო ნამდვილი მოგზაურობა!"

 

ყველა ახალი ამბავი
0