თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ტაჯიკეთის დელეგაცია ტაჯიკეთის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრ უსმონალი უსმონზოდას ხელმძღვანელობით თბილისში საერთაშორისო კონგრესს „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზიას" ფარგლებში ტაჯიკეთის საინვესტიციო პროექტებს წარადგენს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა.
კონგრესზე, რომელიც თბილისში მეორედ ჩატარდება, საუბარი შეეხება ტაჯიკეთში ახალი ჰესების მშენებლობისა და მოქმედი ჰესების მოდერნიზების შესახებ, პროექტების რეალიზებისას ურთიერთქმედების მექანიზმებზე, აგრეთვე წარმოდგენილი იქნება აღნიშნული სექტორის რეფორმების შესახებ საკვანძო ინფორმაცია. ტაჯიკეთის საინვესტიციო პროექტების მიმოხილვა ხელმისაწვდომია ბმულზე.
საერთაშორისო კონგრესი "ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" თბილისში პირველად 2017 წლის 15-16 თებერვალს გაიმართა. კონგრესზე შეიკრიბა შორეული და ახლო უცხოეთის ენერგეტიკის სფეროს 100-ზე მეტი ექსპერტი, კერძო სექტორის წარმომადგენელი და სახელმწიფო მოხელე.
„ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" — ეს არის დიალოგის, გამოცდილების გაცვლის, ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებების გადაჭრისა და ძალისხმევის კონსოლიდაციის პროფესიული მოედანი, რომელიც რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი) ჰოდროელექტროსადგურების მშენებლობისა და რეკონსტრუქცია/მოდერნიზაციის პროექტების ეფექტური რეალიზების მიზნით იმართება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო" 2018 წელს კონგრეს "ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზიას" საინფორმაციო პარტნიორი გახდება. კონგრესი 14-15 თებერვალს გაიმართება.
კონგრესის ფარგლებში კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის საინვესტიციო პროექტების ეფექტური რეალიზაციის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე გაიმართება ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა და ასევე საქართველოში, აზერბაიჯანში, ირანში, სომხეთში, რუსეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში მსხვილი, საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობისა და მოდერნიზაციის 40 პროექტის პრეზენტაცია შედგება.
2018 წელს კონგრესზე ძირითადი მომხსენებლები იქნებიან: ტაჯიკეთის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრი, სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე აიკ არუთინიანი, ყაზახეთის კომპანიათა ჯგუფ AES-ის პრეზიდენტი დუისენ მერგალიევი, კომპანია Adjaristsqali Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი და „ინსტიტუტი ჰიდროპროექტის“ გენერალური დირექტორი ევგენი ბელენდირი.