თბილისში საქველმოქმედო საშობაო მარათონი გაიმართება

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისის მარათონი
თბილისის მარათონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარათონი ითვალისწინებს როგორც მოყვარულთა, ისე პროფესიონალების გარბენს

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქში 24 დეკემბერს, ლისის ტბის ტერიტორიაზე საქველმოქმედო საშობაო გარბენი „ზამთრის თბილისი" გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ღონისძიების ორგანიზატორი არიან საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია, მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია, საქართველოს ბავშთა და სასკოლო სპორტის ფედერაცია, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი, თბილისის მერია და საკრებულო. ღონისძიება იმართება პროგრამის Be active in Georgia („იყავი აქტიური საქართველოში") ეგიდით.

მარათონი და მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათიდან.

ჯამბაზები საქართველოს მთავარ ნაძვის ხესთან რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
როგორ გავერთოთ საახალწლოდ თბილისში: პროგრამა

გარბენი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი — ესაა მოყვარულთა გარბენი 3 კილომეტრ დისტანციაზე (1 წრე). ყველა მონაწილეს გადაეცემა ბრენდირებული მაისური, ასევე საახალწლო ქუდი და სერტიფიკატი.

მეორე ეტაპი — high class. დისტანცია — 9 კმ, ანუ სამი წრე. მეორე ეტაპის მონაწილეებს ასევე გადაეცემათ სამახსოვრო ბრენდირებული მაისურები, საახალწლო ქუდები და სერტიფიკატები.

„გამარჯვებულებს როგორც მამაკაცებში, ასევე მანდილოსნებში გადაეცემათ ფულადი ჯილდოები, პარფიუმერული კომპანიების ნაწარმი, სასტუმროების საგზურები, პარტნიორების მიერ დაწესებული სუვენირები და საჩუქრები, მედლები და სიგელები. ყველაზე ახალგაზრდა და უხუცესი მონაწილეები დასაჩუქრდებიან სამახსოვრო საჩუქრებით", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მარათონზე შემოსული თანხა გადაირიცხება ცნობილი ქართველი მომღერლის, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდში „ნატვრის ხე".

 

ყველა ახალი ამბავი
0