თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მღრღნელების შემოსევას ორი „რეკრუტირებული“ კატით შეეცდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ France Info-ზე დაყრდნობით.
კატებს „ბრეტონული ერის მამის“, მეფე ნომინოეს პატივსაცემად ნომი და ნოე დაარქვეს.
Dans les ministères, la chasse aux rats et aux souris est ouverte: il ne va pas rester grand monde.https://t.co/kSiTRmp6qi
— Dominique Breuil (@dom2419) 19 декабря 2017 г.
Envoyé via @updayFR
აღსანიშნავია, რომ მღრღნელები მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრობლემა არ არის. მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტოფ კასტანერმა დაიჩივლა კიდეც, რომ სამსახურში „სადაგ დღეებს თაგვები ულამაზებენ“. მანამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჟაკლინ გურო წუხდა, რომ მისი კაბინეტი „ვირთხებით გადაივსო“.