თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ავსტრიის კანცლერად დღეს, ორშაბათს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სებასტიან კურცი დაინიშნა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ახალი კოალიციური მთავრობის ფიცის დადების ცერემონია ჰოფბურგის საიმპერატორო სასახლეში მიმდინარეობს. სებასტიან კურცი ყველაზე ახალგაზრდა კანცლერია მსოფლიოში და ასევე ყველაზე ახალგაზრდა იყო საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის 2013-2017 წლებში. თანამდებობაზე დანიშვნისას ის სულ 31 წლისა იყო.
გასულ პარასკევს ავსტრიის „სახალხო პარტიამ“ კურცის მეთაურობითა და „თავისუფლების პარტიამ“ ჰაინც-კრისტიან შტრახეს ხელმძღვანელობით, დაასრულეს მოლაპარაკებები მთავრობის ფორმირების თაობაზე.
15 ოქტომბერს რესპუბლიკაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ავსტრიის „სახალხო პარტიამ“ გაიმარჯვა ხმათა 31,5%-ით.