საქართველო და ბელარუსი საიდუმლო ინფორმაციას გაცვლიან

© State Security Service Of Georgiaსაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსი ვახტანგ გომელაური და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი ვაკულჩიკი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსი ვახტანგ გომელაური და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი ვაკულჩიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ქვეყნის სპეცსამსახურები საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ნორმებს შეიმუშავებენ

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვალერი ვაკულჩიკმა „საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია სუს-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა მინსკში, სადაც გომელაური ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. სუს-ის უფროსმა მონაწილეობა მიიღო საზეიმო ღონისძიებებში, რომლებიც ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შექმნის 100 წლისთავს მიეძღვნა. 

ალექსანდრე ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს 2018 წლის დასაწყისში ეწვევა

შეთანხმება ითვალისწინებს საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას როგორც უსაფრთხოების, ასევე, საერთაშორისო ურთიერტობების კუთხით. გარდა ამისა, დოკუმენტი ავალდებულებს ქვეყნებს, ჩამოაყალიბონ საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. ქვეყნები ვაჭრობის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობენ. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ბელარუსში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა. ის მინსკის ცენტრში მდებარეობს. ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ საქართველოში მუშაობა 2016 წელს დაიწყო.

ქართულ-ბელარუსული  ურთიერთობა ახალ დონეზე 2015 წელს გადავიდა, როდესაც ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვია.


ყველა ახალი ამბავი
0