სად ურჩევნიათ „Sputnik საქართველოს“ მკითხველებს ზამთრის სეზონის გატარება

გამოწერა
საქართველოს მთის კურორტებზე სეზონი ერთმანეთის მიყოლებით იხსნება - პირველი სტუმრები უკვე გამოჩნდნენ გოდერძიზე, გუდაურსა და მესტიაში

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. „Sputnik საქართველოს“ მკითხველთა დიდ ნაწილს მთაში დასვენება სურს, ასეთია საინფორმაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კითხვაზე „სად ისურვებდით საქართველოში ზამთრის პერიოდში დასვენებას?“, გამოკითხვაში მონაწილეთა 48,8%-მა უპასუხა — „მთაში, სადაც დიდი თოვლია“. სოფელში, ბუხრის პირას დასვენების მოხრეა  29,0%,  სახლში ნებივრობის სურვილი გამოთქვა 16,1%-მა, ხოლო დასვენება ზაფხულისთვის გადადო გამოკითხვაში მონაწილეთა 6,5%-მა.

საქართველოს მთის კურორტებზე სეზონი ერთმანეთის მიყოლებით იხსნება — პირველი სტუმრები უკვე გამოჩნდნენ გოდერძიზე, გუდაურსა და მესტიაში.

რაც შეეხება კურორტ ბაკურიანს, აქ დიდველის სათხილამურო ტრასა  12 დეკემბერს გაიხსნა, ხოლო კოხტა-მიტარბის ტრასა 23 დეკემბერს გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0