ნინა ბაჯელიძე: „მე ემიგრანტი ვარ და ემიგრანტების პრობლემები კარგად ვიცი“
„საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარებას ითხოვდნენ“- განუცხადა “Sputnik-საქართველოს” ნინა ბაჯელიძემ.
ნინა ბაჯელიძე — ემიგრაციის ინფორმაციისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის „ხიდი“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. მან 20 წელი იცხოვრა საბერძნეთში, სადაც ემიგრანტების პრობლემები შეისწავლა და სამედიცინო ხასიათის პროგრამა განახორციელა.