ხობის რაიონში 70 წლის მამაკაცი გაუჩინარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომელი მდინარესთან
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მდინარესთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაურ ხურცია 15 დეკემბრის შემდეგ არავის უნახავს

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში ოჯახი 70 წლის მამაკაცს მეორე დღეა, ეძებს. 

როგორც Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტს ადგილიდან აცნობეს, დაკარგული მამაკაცის, ზაურ ხურციას ოჯახი აცხადებს, რომ ის სახლიდან 15 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი იციან. 

საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
ქობულეთში დაკარგულ მე-12 კლასელს ეძებენ

ზაურ ხურცია ქვიშის კარიერზე დარაჯად მუშაობდა. როგორც დაკარგულის ოჯახი აცხადებს, იგი კარიერთან ახლოს ახლობლის ოჯახში ვახშმად გუშინწინ იმყოფებოდა, იქიდან კი ნასვამი გამოვიდა და მას შემდეგ მისი კვალი აღარსად ჩანს. 

აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარე რიონი ჩაედინება. ხურციას ახლობლები ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება მდინარეშიც ჩავარდა. 70 წლის მამაკაცის ძებნა მიმდებარე ტერიორიაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამძებრო ღონისძიებებში ჩართული არიან ძალოვანი სტრუქტურა და სამაშველო სამსახური. 

ყველა ახალი ამბავი
0