თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში კვირას დასრულებულ „მასტერსის“ ტურნირზე ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის Facebook-გვერდი.
ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ხოლო ბრინჯაოსი — ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ).
საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა სანქტ-პეტერბურგში გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
სანქტ-პეტერბურგში ძიუდოს ტურნირი „მასტერსი“ 16-17 დეკემბერს გაიმართა.