აჭარის მთავრობამ ებრაელებს ხანუკას დღესასწაული მიულოცა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიებრაული დღესასწაული ხანუკა სინაგოგაში
ებრაული დღესასწაული ხანუკა სინაგოგაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ხანუკა“ ერთ–ერთი უძველესი ებრაული დღესასწაულია, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–2 საუკუნიდან იღებს სათავეს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. ბათუმის სინაგოგაში ხანუკას დღესასწაულს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

„ხანუკას“ დღესასწაული ებრაელებს მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლებმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის სინაგოგაში ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო და საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს  დღესასწაული მიულოცა. ზურაბ პატარაძემ მილოცვაში ხაზი გაუსვა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და განსაკუთრებულ ურთიერთობას.

ებრაელების მიერ შესრულებული განდაგანა - Sputnik საქართველო
ებრაელების აჭარული "განდაგანა" — ახალი ინტერნეტჰიტი

„ქართველებსა და ებრაელებს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს, რომელიც 26 საუკუნეა გრძელდება. ეს არის ნამდვილი მაგალითი ძმობისა და ურთიერთგაგების. მიხარია, რომ ჩვენს რეგიონშიც საზეიმოდ აღინიშნება ხანუქას დღესასწაული. კიდევ ერთხელ, სულითა და გულით ვულოცავ ამ დღეს ყველა ებრაელს. მინდა ვუსურვო  მათ მშვიდობა, ბედნიერება, განვითარება, ჩვენ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობა  და წარმატებული მომავალი”, — აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ებრაული დიასპორის ხელმძღვანელმა ემირ კრუპნიკმა, სტუმრებთან ერთად, რვაქიმიან მენორაზე სანთლები დაანთო, რაც სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას ნიშნავს.

„ხანუკას" ებრაელები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–2 საუკუნიდან აღნიშნავენ. დღესასწაული ტაძრის გათავისუფლებასა და კერპებისაგან განწმენდას უკავშირდება და გრძელდება რვა დღე. 

 

ყველა ახალი ამბავი
0