თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ხარაგაულის სოფელ ვარძიაში გოჭების ლომბარდი გაიხსნა, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი, დათო ჩადუნელი ავრცელებს.
„ხარაგაულის სოფელ ვარძიაში ლომბარდი გაუხსნიათ, სადაც გოჭებს ილომბარდებენ. პ.ს. ვისაც გოჭი უნდა, „იაფად“ იშოვის, საახალწლოდ ლომბარდიდან გამოიყვანს „ჩატოვილ“ გოჭებს“, – წერს თავის Facebook–გვერდზე ჩადუნელი.
ჩადუნელის ინფორმაციით, კვებისა და მოვლის ხარჯებს გოჭის პატრონი ანაზღაურებს, რაც საკმაოდ ზრდის გოჭის ღირებულებას.


