Wiki-ს უყვარს სვანური კოშკები: სვანეთის ფოტო მსოფლიოში საუკეთესო ფოტოებს შორისაა

© photo: Sputnik / Elithabeth Judroსოფელი სვანეთში
სოფელი სვანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Wiki Loves Monuments-ის კონკურსზე საუკეთესო ფოტოსურათის ავტორი უკრაინელი ფოტოგრაფი გახდა

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საერთაშორისო ყოველწლიური ფოტოკონკურსის „ვიკის უყვარს ძეგლები“ (Wiki Loves Monuments) შედეგების მიხედვით მესტიაში გადაღებული სვანური კოშკების ფოტოსურათი მე-13 ადგილზე აღმოჩნდა.

ფოტოსურათის ავტორია უკრაინელი ფოტოგრაფი დმიტრი ბალხოვიტინი.

სვანური კოშკები ტურისტული საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. ისინი VIII-XVIII საუკუნეებით თარიღდება და ხელით არის აგებული. კოშკები სიმაღლეში 20-28 მეტრს აღწევს.

გამარჯვებული 15 ფოტო გახდა. ფოტოკონკურსზე პირველი ადგილები დაიკავეს: ინდოეთის ქალაქ პუნში ჰანდობას ტაძართან დღესასწაულის ფოტომ, ტაილანდის მთებში მიტოვებული სამეფო პავილიონის ფოტომ და ბანგლადეშის ქალაქ დაკაში ბაიტულ მუკარამის მეჩეთში დილის ლოცვის ფოტომ.

„ვიკის უყვარს ძეგლები“ — ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოკონკურსია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს ეძღვნება. კონკურსი 2010 წლიდან ტარდება და შედის გინესის რეკორდების წიგნში როგორც ფოტოკონკურსი, რომელშიც ყველაზე მეტი მონაწილეა ჩართული. 2017 წელს ის ერთდროულად 54 ქვეყანაში ჩატარდა. 

კონკურსის მიზანს მონაწილე ქვეყნებში არქიტექტურული მემკვიდრეობისადმი ყურადღების მიქცევა წარმოადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0