Facebook-ის აღიარება: სოციალურმა ქსელებმა შეიძლება ზიანი მოგაყენონ

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისოციალური ქსელი „ფეისბუკი“
სოციალური ქსელი „ფეისბუკი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სხვა ადამიანების შესახებ ინფორმაციის ონლაინ კითხვამ ნეგატიური სოციალური შედარებები შეიძლება გამოიწვიოს

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. Facebook-ის მკვლევარებმა დევიდ გინზბერგმა და მოირა ბურკემ დაასკვნეს, რომ სოციალურ ქსელებში სიახლეების ქრონიკის პასიურმა დათვალიერებამ ადამიანების ფსიქიური ჯანმრთელობა შეიძლება შეარყიოს, იუწყება РИА Новости.

„ზოგადად, როდესაც ადამიანები ბევრ დროს ატარებენ ინფორმაციის პასიურ წაკითხვაში… ისინი თავს უფრო ცუდად გრძნობენ“, — ნათქვამია სტატიაში სახელწოდებით „რთული კითხვა: შეიძლება თუ არა სოციალურ ქსელში გატარებულმა დრომ მოგვაყენოს ზიანი?“

ლუკა ლომთაძე - Sputnik საქართველო
ერთი 250 ათასიდან: ქართველი სტუდენტი სტაჟირებას Facebook-ში გაივლის

ამ სტატიას საფუძვლად დაედო კვლევის შედეგები, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ჩატარდა. კვლევის მონაწილენი ორ ჯგუფად დაყვეს. ერთ-ერთის წარმომადგენლებს ათი წუთის განმავლობაში უნდა ეკითხათ სიახლეების ქრონიკა, მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს — განეთავსებინათ პოსტები და მეგობრებთან მიმოწერა ჰქონოდათ.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფთან შედარებით პირველი ჯგუფის სტუდენტების განწყობა დღის ბოლოს უფრო ცუდი აღმოჩნდა.

ასევე უფრო ცუდი აღმოჩნდა იმ სტუდენტების სულიერი მდგომარეობა, ვინც საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელთან შედარებით ოთხჯერ უფრო მეტად გადადიოდა ბმულებზე ან ორჯერ მეტად „ალაიკებდა“ პოსტებს.

Facebook-ის მკვლევარებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ სხვა ადამიანების შესახებ ონლაინ კითხვამ ნეგატიური სოციალური შედარებები შეიძლება გამოიწვიოს.

კომპანია მოუწოდებს Facebook-ის მომხმარებლებს, სოციალურ ქსელში დროის გატარებისას ეკონტაქტონ ძველ მეგობრებს, ისაუბრონ მცირე ჯგუფებში ან მეგობრებს პირდაპირ გაუზიარონ კონტენტი. მკვლევარების ვარაუდით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს ეს უფრო ბედნიერს გახდის.


ყველა ახალი ამბავი
0