თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ჩოხატაურის რაიონში 36 წლის მამაკაცი, ოთარ ძირყვაძე გაუჩინარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
გაუჩინარებულ მამაკაცს მე-17 დღეა ოჯახის წევრები და ახლობლები ეძებენ. ბოლოს, ის ფარცხნარიდან სოფელ გავარში თხილის ჩასაბარებლად წავიდა.
ძირყვაძემ აღებული თანხა ოჯახს გაუგზავნა და შეატყობინა, რომ ბათუმში მიდიოდა, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.
ოჯახის წევრები სამართალდამცველებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და განმარტავენ, რომ აჭარის სამმართველო მათ გურიაში ამისამართებს, გურია კი, პირიქით, — აჭარაში.
როგორც აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარობს გამოძიება.
ოთარ ძირყვაძის ოჯახი ხელისუფლებას და სამართალდამცველებს ძებნის პროცესში დახმარებას სთხოვს.