წვეულება 90-იანი წლების სტილში, სტარტაპერების გამოფენა, მთავარი ნაძვის ხის ანთება, საახალწლო ბაზრობა… ეს ყველაფერი ამ უქმეებზე გელოდებათ თბილისში. აირჩიეთ ღონისძიება და გაერთეთ!
თბილისის მთავარი ნაძვის ხე
სად: რუსთაველის პროსპექტი, პარლამენტის შენობასთან
როდის: 15 დეკემბერი, 20:00 სთ
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/260267824502534/
ახალი წელი ახლოვდება და განწყობის კიდევ უფრო გასამძაფრებლად, ეწვიეთ მთავარი ნაძვის ხის ანთებას თბილისში.
კამერული მუსიკის კონცერტი
სად: ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი (აღმაშენებლის 123/125)
როდის: 15 დეკემბერი, 19:30 სთ
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/375899862864934/
კონცერტზე შესრულდება ირაკლი ცინცაძის მინიატურები არფისთვის, საფორტეპიანო ტრიო, სასულე კვინტეტი და ფლეიტის კვარტეტი.
ფენ-შუის მასტერ-კლასი
სად: სასტუმრო "ბესთ ვესტერნი" (აფაქიძის 11)
როდის: 15 დეკემბერი, 19:00 სთ
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1981197668826117/
ფენ-შუის დიპლომირებული სპეციალისტის მასტერ-კლასი დამდეგ ძაღლის წელს მიეძღვნება, სადაც გიამბობენ, რა არის სასურველი, რომ გაკეთდეს და რა — არა მომავალ წელს. ბილეთის ფასი: 15 ლარი.
სტარტაპების გამოფენა Market EXPO
სად: "ექსპო ჯორჯია" (წერეთლის პროსპექტი, "გამოფენა)
როდის: 16-17 დეკემბერი, 11:00-დან 20:00 საათამდე
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1518936188191846/
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 120 სტარტაპერის ნამუშევრები: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ავეჯი და სხვ.
კონცერტი "რეზო და ბავშვები"
სად: მთაწმინდის პარკი
როდის: 16 დეკემბერი, 16:00 სთ
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1234063000029214/
ენერგიული და ახალგაზრდა ჯგუფი სახელწოდებით "რეზო და ბავშვები" ღია ცის ქვეშ კონცერტზე გიწვევთ, სადაც მხიარული საახალწლო სიმღერები შესრულდება.
საახალწლო ბაზრობა "სითბო"
სად: მთაწმინდის პარკი
როდის: 17-17 დეკემბერი, 11-დან 17 საათამდე
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/102881257161184/
ქალაქის მთავარი პარკი ჭეშმარიტად საახალწლო ატმოსფეროთი გელით ნაძვის ხის აქსესუარების მხიარულ და ფერად ბაზრობაზე.
წვეულება 90-იანების სტილში
სად: კაფე "ეზო" (ქიქოძის 16)
როდის: 16 დეკემბერი, 17:00 სთ
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/1516542288414682/
კაფე "ეზო" გელით 90-იანი წლების სტილში მოწყობილ წვეულებაზე. ჩაეფალით მაშინდელ ატმოსფეროში და გაიხსენეთ იმ წლების კულტურა.
Good company-ს კონცერტი
სად: სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი"
როდის: 17 დეკემბერი, 17:00 სთ
დაწვრილებით: https://www.facebook.com/events/358679974604805/
მიირთვით ჭიქა ცხელი გლინტვეინი და მოუსმინეთ ჯგუფ Good company-ს მუსიკას. შეგიძლიათ იახლოთ ბავშვებიც, რომლებისთვისაც "პატარა ელფები" გამოვლენ.