სომხეთის პრეზიდენტს თბილისში წლის ბოლომდე ელოდებიან

© FB / Георгий Квирикашвили გიორგი კვირიკაშვილი და სერჟ სარგსიანი
გიორგი კვირიკაშვილი და სერჟ სარგსიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერის ვიზიტი ერევანში, რომელიც გადადებული იყო, მომავალი წლის დასაწყისში შედგება

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ვიზიტი საქართველოში 25-26 დეკემბერს იგეგმება, იუწყება РИА Новости საქართველოს მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

უწყების თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა სომხეთის ელჩს რუბენ სადოიანს. მხარეებმა ერევანში კვირიკაშვილის გადადებული ვიზიტი განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილი აბრეშუმის გზის ფორუმზე - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილის ვიზიტი სომხეთში გადაიდო — მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია

„საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. მხარეები მიესალმნენ ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და ხაზი გაუსვეს საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც 25-26 დეკემბერს შედგება. ქართველი პრემიერის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში მომდევნო წლის დასაწყისში შედგება“, — განაცხადეს პრესსამსახურში.

ვარაუდობდნენ, რომ კვირიკაშვილი ერევანს დეკემბრის დასაწყისში სომეხი კოლეგის — კარენ კარაპეტიანის თხოვნით ესტუმრებოდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრები სარგსიანთან, პარლამენტის სპიკერ აროი ბაბლოიანთან და პრემიერ-მინისტრ კარაპეტიანთან. მაშინ ქართველი პრემიერის ვიზიტი გაურკვეველი დროით გადაიდო. თბილისში აღნიშნეს, რომ ვიზიტი მას შემდეგ შედგება, რაც საქართველოს პარლამენტი მთავრობის შემადგენლობას დაამტკიცებს.


ყველა ახალი ამბავი
0