თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ახალქალაქსა და ახალციხეს შორის გზაზე გაზმზიდი გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ინციდენტი სამცხე-ჯავახეთში დღის პირველ ნახევარში მოხდა. დაშავდა მძღოლი.
ადგილობრივი მასმედია აცხადებდა, რომ გაზმზიდი აფეთქდა, მაგრამ შსს-ში ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.
ხანძარი ამ დროისთვის ჩამქრალია.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.