გიორგი თავაძე: „ყველა სპექტაკლი გარკვეული თვალსაზრისით აღმოჩენაა“
„ხელოვნება დაახლოებით იმას ჰგავს- უდაბნოში რომ ხარ და არასოდეს იცი ბოლომდე სად გახვალ“-განუცხადა „Spiutnik-საქართველოს“ გიორგი თავაძემ.
გიორგი თავაძე- სხვადასხვა დროს სამეფო უბნის თეატრის მთავარი რეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი და ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მას არა ერთი მნიშვნელოვანი თეატრალური პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული, მისი რეჟისორობით სხვადასხვა სცენაზე საოპერო და დრამატული სპექტაკლები წარმატებით დაიდგა.