თბილისში სტუდენტებისთვის შესაძლოა ახალი საერთო საცხოვრებელი ააშენონ

გამოწერა
სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენება თბილისში თსუ-ს მაღლივ კორპუსთან იგეგმება

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის აშენება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე იგეგმება, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

წინასწარი მონაცემებით, მშენებლობას კერძო სექტორი დააფინანსებს. საერთო საცხოვრებელი 3 000 ადგილზე იქნება გათვლილი.

გიორგი მარგველაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უნივერსიტეტში - Sputnik საქართველო
შეისხამს თუ არა იდეა ხორცს? თბილისის უნივერსიტეტმა მისია იტვირთა

ოქტომბერში ლისის ტბასთან გაიხსნა სტუდენტური ქალაქი, რომელიც 320 ადგილზეა გათვლილი. სტუდენტების პირველი ნაკადი მან უკვე მიიღო.

სტუდქალაქში განთავსდა სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, სამი საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა, რომელიც მოიცავს საკონფერენციო ოთახს, სამედიცინო პუნქტს, ბიბლიოთეკას, კომპიუტერების ოთახსა და სასადილოს. სტუდქალაქის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

საერთო საცხოვრებელი აშენებულია და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტებს შესაბამისად. ის მოიცავს ადმინისტრაციულ შენობას და სამ საცხოვრებელ კორპუსს, სასტუმროს ტიპის ბინებით.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გამწვანდა და კეთილმოეწყო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორია. გაკეთდა ბილიკები, მოეწყო გარე განათება.


ყველა ახალი ამბავი
0