თბილისში მასშტაბური „ღვინის საახალწლო ბაზრობისთვის“ ემზადებიან

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიებაზე ღვინისა და საახალწლო ტკბილეულობის დეგუსტაცია გაიმართება

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 23-24 დეკემბერს „ღვინის საახალწლო ბაზრობა“ გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ღონისძიებაზე, რომელიც №1 ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართება, წარმოდგენილი იქნება საქართველოს ყველა წამყვანი კომპანია და მცირე მარნები. ისინი სტუმრებს თავის საუკეთესო ღვინოებს შესთავაზებენ, რომლებიც საახალწლო და საშობაო სუფრას შესანიშნავად მოუხდება.

ჯამბაზები საქართველოს მთავარ ნაძვის ხესთან რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
როგორ გავერთოთ საახალწლოდ თბილისში: პროგრამა

ცქრიალა ღვინოები, თეთრი მშრალი, ქარვისფერი ქვევრის ღვინოები, წითელი მშრალი, ქვევრის, ნახევრადტკბილი და ტკბილი, ასევე შემაგრებული ღვინოები — ამ ყველაფრის დაგემოვნება და შეძენა ადგილზე იქნება შესაძლებელი.

„ღვინის საახალწლო ბაზრობაზე“  ასევე წარმოდგენილი იქნება ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი, მურაბები, შოკოლადი, თხილი და სხვა გემრიელი საახალწლო ნუგბარი.

ღონისძიებაზე ასევე ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება. საშობაო ბაზრობა 10:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.

ღონისძიების ორგანიზატორებია „საქართველოს ღვინის კლუბი“ და „ვერის ბაზარი“.


ყველა ახალი ამბავი
0