თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომლის ყოველწლიური პრესკონფერენცია ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქმედებები – ეს უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა.
„მიმაჩნია, რომ ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, არის ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხება. როგორ ითმენთ ამას აქამდე? ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პრეზიდენტი იყო, ახლა [კიევში] დაქრის მოედნებზე და მსოფლიოს გასაგონად ყვირის, მე უკრაინელი ვარო. რა, უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები აღარ დარჩნენ? და უკრაინა ამას ითმენს. საცოდაობაა ამის ცქერა. გული მეწვის“, — თქვა ვლადიმირ პუტინმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში 2015 წელს მივიდა, როდესაც ის ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით ოდესის ოლქის გუბერნეტორად დაინიშნა. 2016 წელს მან სკანდალურად დატოვა თანამდებობა და პოროშენკო დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა. უკრაინაში მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა.