ბუნებას არაერთხელ გაუოცებია და საგონებელში ჩაუგდია კაცობრიობა უჩვეულო მოვლენებით, რომელთაგან ზოგს ვერც წარსულში მოუძებნეს ახსნა და ვერც ახლა უძებნიან.
ასე მოხდა, მაგალითად, შარშან, როდესაც ციმბირში უცნაური თოვლი მოვიდა. ეს რბილ და თბილ საბნად დაფენილი ჰაეროვანი ფიფქების გროვა კი არ იყო, არამედ დიდრონ გუნდებად შეკრული თოვლის მრგვალი „ლოდები“.
ეს უცნაური სანახაობა სერგეი ბიჩენკოვმა აღბეჭდა კამერაზე, მერე კი სოციალური ქსელებით გავრცელდა.