თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ყაზახეთის მიმართ საქართველოს ვალის განმეორებითი რესტრუქტურიზაცია მოხდა — ყაზახეთის პარლამენტის სენატმა შესაბამისის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, იუწყება „Sputnik ყაზახეთმა".
როგორც ადრე ფინანსთა მინისტრმა ბახირ სულთანოვმა განაცხადა, საქართველოს ყაზახეთის ვალი 27,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
დოკუმენტის თანახმად, საქართველო ყაზახეთის წინაშე ვალს რამდენიმე პირობით დაფარავს. მაგალითად, საქართველოს ძირითადი ვალი 2,3 მლნ აშშ დოლარამდე მცირდება. გარდა ამისა, წლიური საპროცენტო განაკვეთი 4% რჩება, ხოლო გადახდის გრაფიკი არ ითვალისწინებს დავალიანების დარიცხული პროცენტის გადახდას.
მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთის ვალის დაფარვა პარიზის კლუბის კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება. და ვალის მომსახურება გაგრძელდება 2025 წლამდე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, ქვეყნის საგარეო ვალი ნოემბრის ბოლოს ხუთ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს,