ხაშურში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Konstantin ChalabovВырубка деревьев
Вырубка деревьев - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა უკანონოდ მოჭრილი ფიჭვის ხის 3-მეტრიანი 22 მორი აღმოაჩინეს

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 1966 წელს დაბადებული ერთი პირი ხაშურში ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ხაშურში, ოქტომბრის ქუჩაზე, მხილებულის სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ფიჭვის ხის უკანონოდ მოჭრილი 3-მეტრიანი 22 სამასალე მორი აღმოაჩინეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით — "ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა", რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით 1 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0