საქართველო ფილმების გადაღებისთვის საუკეთესო ქვეყნად აღიარეს

© photo: Sputnik / Aleksej Danichev / გადასვლა მედიაბანკშიСъемки фильма
Съемки фильма - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინდურმა კინოფესტივალმა Indywood Film Carnival საქართველო კატეგორიაში „კინოტურიზმი" საუკეთესო ქვეყნად დაასახელა

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველო ინდოეთში კინოფესტივალზე Indywood Film Carnival ფილმების გადაღებებისთვის წლის საუკეთესო ქვეყნად დაასახელეს, ნათქვამია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კინოფესტივალი Indywood Film Carnival უკვე სამი წელია, რაც ინდური და მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა გაერთიანების პლატფორმას წარმოადგენს.

კინოფირი - Sputnik საქართველო
საქართველოში ქართულ-ფრანგულ ფილმს გადაიღებენ

ღონისძიებაზე საქართველო ნომინაციაში „კინოტურიზმი" ფილმების გადაღებისთვის საუკეთესო ქვეყნად აღიარეს. სპეციალური სერტიფიკატი გადასცეს საქართველოს ელჩს ინდოეთში არჩილ ძულიაშვილს.

პროგრამა „გადაიღე საქართველოში" ქვეყანაში, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ხორციელდება. კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამა „გადაიღე საქართველოში" ითვალისწინებს ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმს, რაც ნიშნავს, რომ კინომწარმოებელი საქართველოში ფილმის გადაღებაზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 25%-ს უკან მიიღებს.

პროექტის ამოქმედებიდან საქართველოში უკვე 9 კინოპროექტი განხორციელდა, ქვეყანაში ინვესტიციების სახით 15 მილიონამდე ლარი შემოვიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0