მსოფლიოს ერთ-ერთმა ბიზნეს-სკოლამ თანამშრომლობისთვის საქართველო აირჩია

გამოწერა
დიდი ბრიტანეთის პირველი ბიზნეს-სკოლა ქართული უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრანტებს განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებს

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე საუკეთესო ბიზნეს-სკოლა Henley Business School-მა საქართველოს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) და საქართველოს მენეჯმენტის ინსტიტუტთან თანაშრომლობა დაიწყო.

ლუკა ლომთაძე - Sputnik საქართველო
ერთი 250 ათასიდან: ქართველი სტუდენტი სტაჟირებას Facebook-ში გაივლის

საქართველოში პროგრამა Henley Business School-ის პრეზენტაცია 12 დეკემბერს თბილისში გაიმართა, განუცხადეს  „Sputnik საქართველოსთან" BTU-ს პრეს-სამსახურში.

მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ბიზნეს-სკოლა, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგების სისტემებში მოწინავე პოზიციები უკავია, დაინტერესებულია ქართველი სპეციალისტების სამაგისტრო პროგრამაში ჩართვით. აღნიშნული პროგრამა დიდი ბრიტანეთის სამაგისტრო პროგრამებს შორის მესამე ადგილზეა, ხოლო მსოფლიო რეიტინგებში უმაღლეს ლიგაში შედის.

Henley Business School — ეს დიდ ბრიტანეთში პირველი ბიზნეს-სკოლაა, რომელიც 1945 წელს დაარსდა. იგი მსოფლიოს 73 ბიზნეს-სკოლიდან ერთ-ერთია, რომელიც სამმაგ აკრედიტაციას ფლობს. სამმაგი აკრედიტაცია, ანუ როგორც მას უწოდებენ — სამმაგი გვირგვინი — ეს ბიზნეს-განათლების ხარისხის მსოფლიო აღიარებაა.

 „ქართველი კანდიდატებისთვის აღნიშნული შესაძლებლობა უნიკალურია, რამდენადაც Henley Business School-ი აპირებს BTU-ს განსაკუთრებული ფასები და პირობები შესთავაზოს", — აღნიშნეს უნივერსიტეტში.

ყველა ახალი ამბავი
0